ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი- ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი- ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

„ფაქტმონიტორი” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის, იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია მოყვანილი.

„ევროკავშირის გადახდები უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 231.5 მილიარდი ევრო.

ევროკავშირის გადახდები რუსეთისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 232.05 მილიარდი ევრო.

ეს არის ყველაზე გიჟური საომარი "სტრატეგია" ისტორიაში”, - წერს რაიხელტი.

თოფურიას შეფასებით, ეს პროცესი ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია.

„თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ ევროკავშირის ბოლოდროინდელ შანტაჟს — მცდელობას, რომ სანქციების 21-ე პაკეტში მოექციათ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და იქ რუსული ნავთობის კვალი ეძიათ.

ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი”, - წერს ვახტანგ თოფურია.