მიტროპოლიტი სტეფანე: მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა ურწმუნოა და უნდა წავიდეს. ვინ მოვა მერე მე არ ვიცი. მე როგორ ვეტყვი ამ მთავრობას, რომელიც თვითმყოფადობის დაცვას ცდილობს, რომ ურწმუნოა და უნდა წავიდეს

მიტროპოლიტი სტეფანე: მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა ურწმუნოა და უნდა წავიდეს. ვინ მოვა მერე მე არ ვიცი. მე როგორ ვეტყვი ამ მთავრობას, რომელიც თვითმყოფადობის დაცვას ცდილობს, რომ ურწმუნოა და უნდა წავიდეს

მე როგორ უნდა ვთქვა, რომ ვიღაც არ არის მორწმუნე, თუ ის აშკარა ღვთის გმობაში არ არის. ადამიანზე თქვა, რომ ურწმუნოა, მე ვერ ვიტყვი. ასე რომ ავიღოთ უმრავლესობა არ არის რწმენაში ისე, როგორიც უნდა იყოს მისი რწმენა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ის ურწმუნოა,- ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას ისაუბრა.

„როდესაც დღეს ამხელა ბრძოლაშია ჩვენი ხელისუფლება, შევხედოთ რა ბრძოლაა გარშემო და რა დღეში არიან ის ადამიანები. ისინი ცდილობენ, საქართველო ქრისტიანულ გზაზე განაგრძობდეს სიარულს და ჩვენ მათი ძალიან დიდი ძალისხმევით მივედით იქამდე, რომ გვაქვს ბავშვების დაცვის კანონი.  თვითმყოფადობის დაცვა მარტო მთავრობის საქმე არ არის, ეკლესიის საქმეც არის და მე როგორ ვეტყვი ამ მთავრობას, რომელიც ამას ცდილობს, რომ ურწმუნოა და უნდა წავიდეს. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის განკითხვა და არა სიმართლისთვის ბრძოლა. როცა გაიგეს, რომ ვიღაცამ თქვა „მთავრობა უნდა წავიდეს“, ვინც ჩვენი მტერია, ყველამ, დაწყებული ლგბტ-დან დამთავრებული ენჯეოთი, დაიწყო ყვირილი და ერთი ამბავი აქვთ- სად უნდა წავიდეს, ვინ უნდა მოვიდეს?

 „მთავრობა ურწმუნოა“ - ინსტიტუციის მიმართ ამის თქმა შეუძლებელია. მორწმუნე არის ადამიანი, რომელიც არის მთავრობაში. ყველა მორწმუნე შეიძლება არ იყოს, მაგრამ ის მიმართულება საითაც ჩვენი ქვეყანა მიდის, არ მიდის დასაღუპავად. რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი. სკოლები რომ დაგვიფინანსა სახელმწიფომ, ამაში რა არის ცუდი? ჩვენთან გიმნაზია რომ დაარსდა, ლომაიას პერიოდში, 3 წელი უხელფასოდ მუშაობდნენ მასწავლებლები. ლომაია ვისი დრო იყო? ახლა რომ ზის იქ და ზოგიერთი ექაჩება, გამოუშვით დავაყენოთ სათავეშიო, გადაგიყირავებს ყველაფერს. ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა. ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრება სწორი მიმართულებით მიდის და არ უნდა ვამღვრიოთ და ვარყიოთ ჩვენი წესრიგი, რომელიც ასე თუ ისე როგორც იქნა, გვაქვს“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა.