საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი: ყველა დაგეგმილი სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა და დასავლეთ საქართველოს გაზით მომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკები მინიმუმამდე შემცირდება
ყველა დაგეგმილი სამუშაოს დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა, - აცხადებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ გაბუნია.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგებაში შეწყვეტის რისკები შემცირდება მინიმუმამდე.
„წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა და დასავლეთ საქართველოს გაზით მომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკები შემცირდება მინიმუმამდე. ჩატარებული სამუშაოები იძლევა გარანტიას საიმედო და სტაბილური მომარაგებისთვის“, - აცხადებს გაბუნია.



