ტიერი მარიანი: ბურჭულაძისა და მისი მეგობრების საქმე დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ განიხილა, მსგავსად მოიქცა ამერიკული მართლმსაჯულებაც კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს პრეტენზია არ გამოუთქვამს

ტიერი მარიანი: ბურჭულაძისა და მისი მეგობრების საქმე დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ განიხილა, მსგავსად მოიქცა ამერიკული მართლმსაჯულებაც კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს პრეტენზია არ გამოუთქვამს

2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადეს, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს, ბოლოს კი შეკრებილ ხალხს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრისკენ უბიძგეს, – ამის შესახებ ვროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

„ამ მოწოდებებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა გამოიწვია, რის შედეგადაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების არაერთი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. საქართველოს დამოუკიდებელმა და სუვერენულმა მართლმსაჯულებამ განიხილა საქმე, რომელსაც ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ხელყოფად მიიჩნევს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, მსგავსად მოიქცა ამერიკული მართლმსაჯულებაც კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, როდესაც ასობით არეულობის მონაწილეს მკაცრი სასჯელი შეუფარდა.

„მაშინ ევროკავშირს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. ცოტა მეტი მოკრძალებაც გვმართებს. ევროკავშირი სასამართლო პროცესისა და მოსამართლის გარეშე სანქციებს უწესებს ევროპელ ჟურნალისტებს: ჰუსეინ დორუს, ჟაკ ბოს, ქსავიე მოროს. მათ საბანკო ანგარიშებს უყინავს, ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს და ერთი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით ცხოვრებას უნადგურებს. ვიდრე თბილისს დემოკრატიის გაკვეთილებს ჩავუტარებთ, თავად დავიწყოთ დემოკრატიული პრინციპების დაცვა ბრიუსელში“, – აღნიშნა ტიერი მარიანმა.