შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა
შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა. საძირკვლის კურთხევის წესი ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
ტაძრის მშენებლობის გადაწყვეტილება შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღეს. პროექტი პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატის, გოჩა ენუქიძისა და თბილისის მერის, კახა კალაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.



