ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში დაპირისპირება ძალიან პირობითია, რადგან მთლიანობაში ეს არის ერთიანი ძალა, რასაც ჰქვია უცხოური აგენტურა, ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის
მე მათ ვერ ვუწოდებდი ოპოზიციას, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციაში დაპირისპირება ძალიან პირობითია, რადგან მთლიანობაში ეს არის ერთიანი ძალა, რასაც ჰქვია უცხოური აგენტურა.
„მე მათ ვერ ვუწოდებდი ოპოზიციას, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებიან ერთმანეთს აგენტურის წარმომადგენლები. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენ ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.