შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქტივობები გაიმართა
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქტივობები გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა და ქ. ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სარფში, გონიოში, ქობულეთსა და გრიგოლეთში შეგროვებული ნარჩენების სეპარირება მოახდინეს.
ღონისძიებების მიზანს წარმოადგენდა ნარჩენების შესახებ ახალი მონაცემების შეგროვება და, ასევე, შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში მსგავსი აქციის ჩატარება მიმდინარე წლის სექტემბერშიც იგეგმება, ასევე დაგეგმილია საზღვაო ნარჩენების ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ეტაპობრივი ამოქმედება და მონიტორინგის რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერება.