არჩილ გორდულაძე:უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი
უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ და მისი ე.წ განშტოებებს 2004-2012 წლებში დამხობილი ჰქონდათ საქართველოს წყობილება და დემოკრატიული საფუძველი.
„2012 წლიდან დღემდე კვლავ აგრძელებენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, გარე დავალებების დამორჩილებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას. შესაბამისად 14 წლის დავალება და მოლოდინი დღეს შესრულდება, ჩვენს მიერ, ისტორიულ პროცესზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთამიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.