პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების დათესვა, მოყვანის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 142 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების დათესვა, მოყვანის ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 142 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: „ჰეროინი“, ,,კოკაინი’’ „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, ,,მდმა’’, ,,ალფა პვპ’’, ,,ამფეტამინი’’, ,,მცენარე კანაფი” ,,პრეგაბალინი’’ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით,), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა შენახვა) 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.