16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა
16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა.
თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.