გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში:„ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“

გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში:„ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“

გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში:„ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.

სულ შემოვიდა 65 განაცხადი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულია შემდეგი პროექტები:

„ომარ დურმიშიძე — შემოქმედებითი მემკვიდრეობის კატალოგი"

„უჩა ჯაფარიძის შემოქმედების რეტროსპექტივა (მხატვრის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა და კატალოგი)".

"ქართული ხალიჩის რენესანსი“.

"ქალიდან სამყარომდე-ორი ხედვა".

"ქვიდან ტექსტილამდე".

"თენგიზ მირზაშვილის ფენომენი".

„ისტორია ფერში, შუქსა და ემოციაში”.

„წიგნი-ალბომი: შოთა არაბულის შემოქმედება -ფერწერა, გრაფიკა, ჩანაწერები) (ორენოვანი)".

"ფლიუგერების გამოფენა".

„ლითონში შენახული დრო".

„სიბრძნე სიცრუისა“ - მოსწავლეთა მიერ სრულად ილუსტრირებული იგავ-არაკების კრებულის გამოცემა და წიგნის ხელოვნების პოპულარიზაცია".

"მესხეთის პალიტრა".

კონკურსის მიზანია საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის პოპულარიზაცია (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, სივრცული ინსტალაცია); ადგილობრივი სახელოვნებო სცენის განვითარება თბილისსა და რეგიონებში, გამოფენების და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხელშეწყობა (ვოქრშოფი, მასტერკლასი, ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია, ღონისძიების ფარგლებში ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა მსგავსი აქტივობები); ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში!

ინფორმაციას სსიპ შემოქმედებითი საქართველო ავრცელებს