აკაკი ალადაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა გარედან სიძულვილის ენის დათესვა, რათა გამოეწვიათ საზოგადოებაში დაპირისპირება. იმიტომ, რომ გახლეჩილი ემორჩილება გარედან შემოსულ დავალებებს. პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად

პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად. რაც მთავარია, ეს პროცესი, ეს წარმატება, ეს შედეგი ეფუძნება გამჭვირვალობის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, - ასე შეაფასა „დღის „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა.

მისი თქმით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ნაბიჯი იყო, პრემიერის ინიციატივით ჯანსაღი დებატების სივრცის გახსნა ტელეეთერებში, შემდეგ კი შსს-ში გაიხსნა ახალი სამმართველო, რომელიც ებრძვის გარედან თავს მოხვეულ შუღლს.

„წლების განმავლობაში გვახსოვს, როგორ მიზანმიმართულად ხდებოდა გარედან შუღლის დათესვა, სიძულვილის ენის დათესვა, რათა გამოეწვიათ საზოგადოებაში დაპირისპირება, გამოეწვიათ მტრობა ქართველებს შორის. შემდეგ გახლეჩილი და ერთმანეთს დაპირისპირებული საზოგადოება „გაყავი და იბატონეს“ პრინციპით ბევრად უფრო ადვილი სამართალია და გააკეთებინებდნენ გარედან იმას, რაც სურთ. იმიტომ, რომ გახლეჩილი და ერთმანეთს გადამტერებული საზოგადოება არ არის ძლიერი საზოგადოება და ემორჩილება გარედან შემოსულ დავალებებს. ჩვენ, ხელისუფლება ამას ყველაფერს ვხედავდით და ეს ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ, რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.