პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაცის ფაქტებზე ბრალდებულებს 18-18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაცის ფაქტებზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება “ალფა-პვპ”-ს, რომელიც სამ ეტაპად უკანონოდ გაასაღეს.
"ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია).
სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 18-18 წლით, ხოლო ერთ პირს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.