კომუნიკაციების კომისიის 18 ივნისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს

კომუნიკაციების კომისიის 18 ივნისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს

კომუნიკაციების კომისიის 18 ივნისის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „საქაერონავიგაციას”, შპს „ზ-გრუპს” და ინდ. მეწარმე შალვა ნოზაძეს არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მიენიჭათ.

შპს „აემჯი ტივიმ” მაუწყებლობის ავტორიზაცია გაიარა, ხოლო შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზია მოდიფიცირდა.

კომისიამ „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ტექნიკური მომსახურების პირობები დაზუსტდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი 22 ივნისს გამოცხადდება.

ასევე, კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრის ეროვნული გეგმის განახლებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიამ, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხი განიხილა, ხოლო სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივრის განხილვა გადაიდო.