გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. 

შეხვედრაზე გიორგი ჭყონიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.