ბორის გაბუნია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“, გახსნას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“, გახსნას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, მუსიკალური კომპოზიციების ფონზე, თემატური გამოფენა მოეწყო. დამსწრე საზოგადოებამ ცენტრის შესახებ მოხსენებები მოისმინა და ფოლკლოლური ანსამბლების შესრულებით საცეკვაო და სასიმღერო ნომრები იხილა.
ცენტრი ახალგაზრდებისთვის კონფლიქტების, ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლისა და გააზრების ახალ საგანმანათლებლო სივრცეს შექმნის. პლატფორმა ხელს შეუწყობს აფხაზური ენის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, ასევე მხარს დაუჭერს მშვიდობისა და შერიგებისკენ მიმართულ ახალგაზრდულ პროექტებს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამშვიდობო ცენტრი ,,მესხი ახალგაზრდები მშვიდობისათვის" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2022 წლიდან ფუნქციონირებს, წელს კი აღნიშნულ ინიციატივას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა.