პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულებს 19 და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულებს 19 და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ 31 შეკვრად დაფასოებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 21.4625 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში უნდა განეთავსებინათ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის) და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინათ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ერთს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით, ხოლო მეორეს განაჩენთა ერთობლიობით 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.