საქართველოს პატრიარქის საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გოჩა კაპანაძე 2 500 ლარით დააჯარიმა

საქართველოს პატრიარქის საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გოჩა კაპანაძე 2 500 ლარით დააჯარიმა

საქართველოს პატრიარქის, შიო მესამის საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გოჩა კაპანაძე 2 500 ლარით დააჯარიმა. ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა მოქალაქე ირმა თოდაძეც, რომელმაც სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა გამოიყენა. ფაქტზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შეურაცხყოფის ადრესატმა თავად მიმართა.