ლევან მაჭავარიანი: „ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა, ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა, ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე

„ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე.

„ვაკვირდებით, თუ როგორ ეზიზღებათ ამ ადამიანებს ერთმანეთი. რაც მთავარია, ისინი იბრძვიან ფავორიტობისთვის, გარე პატრონების ფავორიტი ვინ გახდება, იქიდან გამომდინარე, რომ ფავორიტს აქვს მეტი დაფინანსება და სარგებლობს მეტი პრივილეგიით. ამ შემთხვევაში ისინი ადასტურებენ იმ სიმართლეს, რასაც „ქართული ოცნება“ ვამბობდით. „ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა. ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე. რასაც ქართული მართლმსაჯულება ამბობდა, შემდეგ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიამ ითაღლითა „რუსთავი 2“-ში, დღეს უკვე „ნაცებიც“ აღიარებენ. ერთადერთი, ევრობიუროკრატები რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ თურმე ის იყო პოლიტიკური დევნა“, - აღნიშნა მან.