ზვიად შალამბერიძე სააკაშვილის განცხადებაზე: არაერთი განცხადება მოვისმინეთ ოპოზიციური ლიდერებისგან, რომ თითქოს საქართველომ უნდა დაივიწყოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, თქვას უარი და გააგრძელოს ცხოვრება იმ რეალობაში, რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენი გუნდი არასდროს შეეგუება ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ

მისი განცხადებები როგორც წესი არათანმიმდევრულია და ამაში გასაკვირი არაფერია. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ რომ ის გარკვეულწილად გაემიჯნა გიორგი ბარამიძის განცხადებას, დღეს გამოდის და ფაქტობრივად იგივე ნარატივს ავრცელებს, რაც დაიწყო გიორგი ბარამიძემ, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და პარტიის ლიდერმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უმნიშვნელოა.

„მთავარი არის ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ძალიან მკაფიოდ არჩეული გზა, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, ის 20% ჩვენი ქვეყნის, რომელიც მმართველობის სხვადასხვა პერიოდში დაიკარგა, მათ შორის სააკაშვილის მმართველობის და მისი გუნდის გადაცდომის შედეგად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზა.

არაერთხელ დამტკიცდა, რომ მათთვის [ნაციონალური მოძრაობა] არ არის მნიშვნელოვანი დროებით დაკარგული ტერიტორიები, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ ოპოზიციური ლიდერებისგან, რომ თითქოს საქართველომ უნდა დაივიწყოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, თქვას უარი და გააგრძელოს ცხოვრება იმ რეალობაში, რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი გუნდი არასდროს არ შეეგუება ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.