გუდაურში, სნოუპარკის არეალში ბიგელის ტიპის ორი საბაგიროს კონსტრუქციები მონტაჟდება, დასკვნით ეტაპზეა 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩის ინსტალაცია

გუდაურში, სნოუპარკის არეალში ბიგელის ტიპის ორი საბაგიროს კონსტრუქციები მონტაჟდება, დასკვნით ეტაპზეა 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩის ინსტალაცია

გუდაურში, სნოუპარკის არეალში ბიგელის ტიპის ორი საბაგიროს კონსტრუქციები მონტაჟდება, დასკვნით ეტაპზეა 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩის ინსტალაცია, ხოლო „სოლიკოსა“ და „კიკილოს“ ტრასებზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა კეთდება.

ზამთრის სეზონისთვის გათვალისწინებულია „ახალი გუდაურას“ ტრასის განათება. უკვე დასრულდა ორი ახალი სასრიალო ტრასის - „კობი სამისა“ და „ტატრა სამის“ მოწყობაც.

ზამთრის სეზონზე სამაშველო სამსახურში ინციდენტების ელექტრონული აღრიცხვა დაინერგება; ოთხივე კურორტს დაემატება დამცავი ბადეები, სასიგნალო ჯოხები, ნიშნები და დაშავებულთა გადასაყვანი სპეციალური ციგები.

რიგების მართვის გასაუმჯობესებლად ტურნიკეტები ეტაპობრივად სრულად განახლდება. 20 ნოემბრიდან კი სააგენტო პირველად დაიწყებს აბონემენტების საკუთარ პლატფორმაზე გაყიდვას.