ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის
პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი ხელმისაწვდომი პირისთვის, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.
მისი თქმით, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, არის აბსოლუტურად ღია.
„იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის. 2024 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, არის აბსოლუტურად ღია. ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ მოვიდეს, დასვას კონკრეტული შეკითხვები ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ თუკი ერთ ასეთ გადაწყვეტილებასთან მაინც მოიტანენ რაიმე ხარვეზს, შეკითხვას, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერს გავცეთ პასუხი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.