ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად შეიკრიბა, მაშინ ეუთოს მისიის ხელმძღვანელზე განხორციელდა ძალიან დიდი ზეწოლა - ტექსტი მაქსიმალურად ნეგატიური უნდა ყოფილოყო. როცა ზეწოლა საკმაოდ ძლიერი გახდა, იგი დაიმუქრა გადადგომით, უკანასკნელმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ საჭიროა საზოგადოებამ ამ ნაწილშიც იცოდეს სიმართლე

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად შეიკრიბა, მაშინ ეუთოს მისიის ხელმძღვანელზე განხორციელდა ძალიან დიდი ზეწოლა - ტექსტი მაქსიმალურად ნეგატიური უნდა ყოფილოყო. როცა ზეწოლა საკმაოდ ძლიერი გახდა, იგი დაიმუქრა გადადგომით, უკანასკნელმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ საჭიროა საზოგადოებამ ამ ნაწილშიც იცოდეს სიმართლე

როდესაც, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად შეიკრიბა, მაშინ ეუთოს მისიის ხელმძღვანელზე განხორციელდა ძალიან დიდი ზეწოლა - ტექსტი მაქსიმალურად ნეგატიური უნდა ყოფილოყო. როცა ზეწოლა საკმაოდ ძლიერი გახდა იგი დაიმუქრა გადადგომით, უკანასკნელმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ საჭიროა, საზოგადოებამ ამ ნაწილშიც იცოდეს სიმართლე, - განუცხადა “იმედის კვირას” საგარეო ურთიერთობა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ იხსენებს, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერი ჯო უილსონის ავტორობით პირველად 2024 წლის ივლისში გაჩნდა.

“2024 წლის ივლისში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, მაშინაც ავტორი ჯო უილსონი იყო, საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც უპრეცედენტო იყო იმიტომ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, როგორც წესი, წინასწარ არასდროს საუბრობს. აქ იყო გამოთქმული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანად ჩატარდებოდა 2024 წლის საპარლამენტა არჩევნები. 2024 წლის ივლისიდან უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ როგორმე მოეხდინათ არჩევნების დისკრედიტაცია. თუ გაიმარჯვებდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაქრებოდა და ამაზე არავინ ილაპარაკებდა, თუ გაიმარჯვებდა “ქართული ოცნება”, რომ ჰქონოდათ რაიმე საფუძველი იმისა, ეთქვათ რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი.

როდესაც საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად შეიკრიბნენ 26 ოქტომბრის ღამეს, იქ მოხდა ასეთი სკანდალური რამ, უკვე წინასწარი შედეგები ცნობილია, ეუთოს მისიის ხელმძღვანელზე განხორციელდა ძალიან დიდი ზეწოლა ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელისგან და ასევე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელისგან - ის პოზიტიური ნაწილები, რომელიც იყო ტექსტში, უნდა გამქრალიყო ტექსტიდან, ეს იყო პირდაპირი მოთხოვნა, ტექსტი მაქსიმალურად ნეგატიური უნდა ყოფილოყო. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როცა ზეწოლა საკმაოდ ძლიერი გახდა, იგი დაიმუქრა გადადგომით”, - განცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ამ ზეწოლის შესახებ ნოემბერში ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააჟღერა.

“შიდა წრეებში ეს ნაცნობი ამბავია. მედიასთან არასოდეს არ თქმულა, იმიტომ რომ ჩვენც ვცდილობდით, სახე შეგვენარჩუნებინა ამ პროცესისთვის, თუმცა, ამ უკანასკნელმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ საჭიროა, საზოგადოებამ ამ ნაწილშიც იცოდეს სიმართლე. მოკლედ, იყო ეს ზეწოლა და რეალურად ანგარიში არჩევნებზე ბევრად უდრო ნეგატიური იყო, ვიდრე ეს წინასწარ ტექსტში იყო ასახული”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.