შალვა პაპუაშვილი: ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი. ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან იმისთვის, რომ გარედან მომხდარიყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა

შალვა პაპუაშვილი: ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი. ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან იმისთვის, რომ გარედან მომხდარიყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა

ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომ ნოემბერში დაგეგმილ გაფართოების კონფერენციაზე საქართველოდან მიწვეულია მხოლოდ ნინო ლომჯარია და არა ხელისუფლება.

პაპუაშვილის თქმით, ნინო ლომჯარია ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან იმისთვის, რომ გარედან მომხდარიყო ჩარევა საქართველოს არჩევნებში.

„ნინო ლომჯარია იყო ის, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით.

გავიხსენებ იმას, რომ როგორც სახალხო დამცველი, ის უბრალოდ ტყუილს ამბობდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და საქართველოს სახალხო დამცველთა ისტორიაში ყველაზე დიდი სირცხვილი ჩაიდინა, რომ ტყუილი დასკვნები გაავრცელა მსჯავრდებულთან დაკავშირებით. ასე, რომ ნინო ლომჯარია არის საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი. თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოზე თავდასხმისთვის.

ეს ყველაფერი ადასტურებს ბრიუსელის უმწიფარ პოლიტიკას. ბავშვური ქცევაა საერთოდ, გინდა ბრიუსელი, გინდა ევროკავშირის ელჩი, როგორც ისინი იქცევიან. სიმართლე გითხრათ, თვალებს არ ვუჯერებ ხანდახან რასთან გვაქვს საქმე და ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ გლობალური მოთამაშე იყვნენ?! ამისთვისაც არიან ჩახსნილები ნებისმიერი საერთაშორისო სერიოზული საუბრებისგან. იხვეწებიან, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩართონ მოლაპარაკებებში. არც რუსეთს აინტერესებს მათთან საუბარი, არც ამერიკელებს აინტერესებთ მათი მონაწილეობით საუბარი. ამ უმწიფრობით დამართეს ზუსტად საკუთარ თავს ის, რაც დამართეს. ეს კონფრონტაციული გზა უბრალოდ არსაით არ მიდის. აზიანებს საბოლოო ჯამში თავად ევროკავშირს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.