ეროვნული ბანკი – 2026 წლის ივლისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 352 მლნ ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 166 მლნ ლარით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2026 წლის ივლისის ბოლოსათვის 75.61 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 185.57 მილიონი ლარით, ანუ 0.25%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.66% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 352.03 მლნ ლარით, ანუ 0.80%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.46 მლნ ლარით, ანუ 0.53%-ით შემცირდა.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ივლისის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.09%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით – 21.30 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.58%-ით ჩამორჩება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ივლისის განმავლობაში 1.28%-ით, ანუ 515.00 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 40.63 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის ივლისის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.70% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით.