საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა

საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.