2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით საჯარო სექტორში ხელფასები 8,4%-ით გაიზრდება
შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მლრდ ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი - 1 მლრდ 200 მლნ ლარით, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.
მისივე თქმით, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ემატება.
„საჯარო სექტორში ხელფასები 8,4%-ით მოიმატებს. პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს - რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს.
სახელმწიფო ბიუჯეტის 2027 წლის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.