თორნიკე ფაღავა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე: მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია
მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე საუბრისას.
მისივე თქმით, „ტვ პირველს“ მორიგ ჯერზე ჩაუვარდა კოვზი ნაცარში.
„ჩვენ შაბათის ეთერში ვიხილეთ ქარიშხალი ჭიქაში დანაშაულზე, რომელიც მოხდა 2022 წელს და რომლის ჩამდენებიც უკვე დიდი ხანია დაჭერილი არიან. „ტვ პირველმა“ მიზანმიმართულად და დამიზნებით დაამახინჯა სიუჟეტი.
სისტემის სიჯანსაღის ტესტი მდგომარეობს იმაში, როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე სისტემა. მაშინ, როცა სისტემამ შეიტყო ამ ყველაფრის შესახებ, მოხდა ადეკვატური რეაგირება და ადამიანები, რომლებმაც ეს ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, დაკავებულები არიან. შესაბამისად ქართულმა სამართალდამცავმა სისტემამ მორიგ ჯერზე ტესტი წარმატებით ჩააბარა“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.