21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული - მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა

21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული - მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მუჯურეთულისა და ალექსანდროულის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. რეგიონში ამ დროისთვის 2400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის მიღების პროცესში ღვინის მწარმოებელი 35 კომპანია ჩაერთო. 1300-მდე მევენახემ მოსავალი უკვე დააბინავა.

რაჭაში მევენახეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ყურძნის ჯიშობრივი სიზუსტის დაცვას, რომელსაც სპეციალისტები ამოწმებენ.

რაჭაში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო შტაბისგან მიიღო. დავით სონღულაშვილი სოფელ ხვანჭკარაში მდებარე ღვინის საწარმოშიც იმყოფებოდა.

რაჭაში წელს 3000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. მევენახეების შემოსავალი წელს 19 მილიონ ლარამდე იქნება.