ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. ეს ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ძაღლს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნეს უწყებაში.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.