პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის

რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო

მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი

მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით ერთი პირი

დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში,

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 

ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა, ხოლო საცხოვრებელი

სახლის ეზოდან, პოლიციამ ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალების შემცველი 3

ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით

მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.