გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამჟამად ზაჰესის იზოლატორშია.
დღესვე გიორგი მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო იმსჯელებს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს.