ლაშა ფარულავა: ე.წ. ბაბლმა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა. ეს იყო იმ საბოტაჟის გაგრძელება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" დაიწყეს იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა თინა ბოკუჩავას აღიარებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ეს პროცესი იყო იმ საბოტაჟის გაგრძელება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" დაიწყეს ლევან ხაბეიშვილისა და იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს.

"თუ ვსაუბრობთ კეთილსინდისიერებაზე, გამჭვირვალეობასა და გულწრფელობაზე, ეს ნამდვილად ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, თუ ვინმეს არ აქვს, ეს მისი პრობლემაა და ამცირებს მის პოლიტიკურ რესურსებს. ელიტას ვინც წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა. ამასთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ რეალური მიზეზი იყო ის, რომ ვიღაცები ფეხებს აბაკუნებდნენ.

ეს იყო იმ საბოტაჟის გაგრძელება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" დაიწყეს ლევან ხაბეიშვილისა და იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.