საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვირსხევში რობოკლუბი გაიხსნა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვირსხევში რობოკლუბი გაიხსნა

გახსნის ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში წარმოდგენილი იყო LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები, რომლითაც მოზარდები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, რწმუნებულისა და მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, ორგანიზაცია SICPA-ს წარმომადგენლები, ადგილობრივი ახალგაზრდები და მოსახლეობა დაესწრნენ.

შიდა ქართლის სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, რობოკლუბები ეტაპობრივად გაიხსნება როგორც ქალაქ გორში, ასევე მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში. პროექტის ფარგლებში მოზარდები შეისწავლიან LEGO რობოტექნიკას, პროგრამირების საფუძვლებსა და განივითარებენ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს.

პროექტის მიზანია რეგიონებში STEM განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური და საინჟინრო უნარების განვითარება და ინოვაციური აზროვნების წახალისება.

LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები გორის მუნიციპალიტეტის მერიას ორგანიზაცია SICPA-მ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გადასცა. სასწავლო კურსს ა(ა)იპ „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტი“ განახორციელებს.