შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელიც „რისკების მართვის თანამედროვე მიდგომების, მონაცემთა დამუშავების, შეფასებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაძლიერებას მიეძღვნა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელიც „რისკების მართვის თანამედროვე მიდგომების, მონაცემთა დამუშავების, შეფასებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაძლიერებას მიეძღვნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელიც „რისკების მართვის თანამედროვე მიდგომების, მონაცემთა დამუშავების, შეფასებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაძლიერებას მიეძღვნა.

სწავლების ფარგლებში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და ევროკავშირის აკრედიტებული ექსპერტის, კრისტოფ ზიმერმანის, ჩართულობით, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ რისკების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მეთოდებს, ასევე განეხილათ გავრცელებული თაღლითური სქემების გამოწვევები/ტენდენციები, ნარკოტიკული საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღისა და სხვა უკანონო საქონლით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება.

აღნიშნული სწავლება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ რიკაძემ. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას, საბაჟო სისტემების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

სწავლება, რომელიც მიზნად ისახავდა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას და საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას მომავალშიც გაიმართება.