პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი 25 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 23:00 საათიდან 06:00-მდე იმოქმედებს
პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი 25 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 23:00 საათიდან 06:00-მდე იმოქმედებს. ამის შესახებ პოლიციის პრეფექტურაში განაცხადეს. აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს პარიზში, რესპუბლიკის მოედნისა და ლე ალის მიმდებარე ტერიტორიებზე ყოფნა ეკრძალებათ.
მარსელში კი შაბათს ყველა სახის საპროტესტო აქცია აიკრძალა. ქალაქში შაბათს შეჩერებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი მოსალოდნელი არეულობის თავიდან აცილებაა.