თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, სადაც სამშენებლო ობიექტზე მიწა ჩამოიშალა, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს
თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, სადაც სამშენებლო ობიექტზე მიწა ჩამოიშალა, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. ადგილზე იმყოფება ვაკის რაიონის გამგებელიც.
ექსპერტიზის წინასწარი შეფასება ცნობილია, მოსახლეობის გაყვანა საჭირო არ არის, დეველოპერული კომპანია კი გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის ბიურო დაჩქარებული წესით მოამზადებს დასკვნას საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
როგორცხ თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი აცხადებს, სამხარაულის ექსპერტიზა დასკვნას დაჩქარებული წესით დადებს.
"პირველადი შეფასებით მთავარი კითხვა იყო, იყო თუ არა საფრთხის შემცველი მარიჯანის 4 ნომერში ცხოვრება, შესაბამისად, პირველადი დასკვნით გავიგეთ, რომ არ არის საფრთხის შემცველი, ასევე იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც და მათი პირველადი დასკვნაც ასეთი იყო.
ჩვენი მხრიდან წერილი გაგზავნილია სამხარაულის ეროვნულ ბიუროში და დაჩქარებული წესით მოხდება დასკვნის მომზადება. შესაბამის დეველოპერულ კომპანიას უნდა დაევალოს ქვაბულის გამაგრება და ასევე აღნიშნული კომპანია დაჯარიმებული არის მუნიციპალიტეტის ინსპექციის მიერ", - აცხადებს კალანდია.