ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.