პაპუაშვილი: უფრო ბუნდოვანი ხდება, სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. არის მცდელობა, გაფართოების გზაზე ისეთი პირობების წამოყენების, რომელიც შესაძლოა, მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის

პაპუაშვილი: უფრო ბუნდოვანი ხდება, სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. არის მცდელობა, გაფართოების გზაზე  ისეთი პირობების წამოყენების, რომელიც შესაძლოა, მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის

რაც უფრო მეტად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს სერბეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია ევროკავშირში კანდიდატ ქვეყნების სწრაფი გაწევრიანება.

„ზოგადად ძალიან რთული საკითხია და რაც უფრო მეტად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ 2022 წელს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს უხვად გაცემული პირობები, რომ ევროკავშირმა გადაიაზრა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი და ახლა გადაერთო გაფართოების სტრატეგიაზე, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, ეს განცხადებები ნაჩქარევი იყო და ახლა არის მცდელობა, გაფართოების გზაზე ამ პირობის გასვლისა ან ახალი პირობების წამოყენების - ისეთი პირობების წამოყენება, რომელიც შესაძლოა, მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის. ასე, რომ ეს წინაღობები და სირთულეები, რასაც საქართველო გრძნობს, ამაში ახალი არაფერია და ამ ორმა დღემ ჩემთვის ეს დაადასტურა.

თითქმის, ყველა კანდიდატ ქვეყანას აქვს მსგავსი გამოწვევები. ხანდახან არის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს პირადი პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკეულ ქვეყანასთან დაკავშირებით. ხანდახან არის ბრიუსელი, რომელსაც აქვს საკუთარი დამოკიდებულებები, რომელიც არ გამომდინარეობს არც გაწევრიანების პროცედურებიდან, არც კოპენჰაგენის პრინციპებიდან, არამედ არის ახლად მოგონილი, დამატებითი კრიტერიუმები, თუ წინაპირობები, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.

ასე, რომ მნიშვნელოვანია, ამ მხრივ ჩვენ ვიყოთ ერთიანი, ვინაიდან ცალ-ცალკე ამ ურთიერთობაში არ ვართ თანასწორი, როდესაც საქმე გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებსაც თითოეულს ვეტოს უფლება აქვს და შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი წინ სვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ინფორმაციის გაცვლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა სერბეთი ელოდება გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებაში, ე.წ. მესამე კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით. პაპუაშვილის განმარტებით, ევროკომისიამ ექვსჯერ გასცა დადებითი დასკვნა, თუმცა როგორც მედიაში იწერება, ამ გახსნას ნიდერლანდები ეწინააღმდეგება.