შალვა პაპუაშვილი: საქართველო პატარა ქვეყანაა. დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს

შალვა პაპუაშვილი: საქართველო პატარა ქვეყანაა. დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს

ჩვენ ზოგადად მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებას ეფუძნება - ესაა დიალოგი, საერთაშორისო ნორმები და სამართალი, ყველა დავის მშვიდობიანი მოგვარება და სხვა პრინციპები, რომლებიც ქვეყნებს შორის გაზიარებული უნდა იყოს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თბილისი ნებისმიერი იმ ინიციატივის მხარდამჭერია, რომელიც ამ პრინციპების საფუძველზეა აგებული.

„იცით, საქართველო პატარა ქვეყანაა - ვგულისხმობ საერთაშორისო მოვლენებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყანა იზიარებდეს იმ საბაზისო პრინციპს, რომ ყველა დავა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა მან.