არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: წარმოუდგენელია, ასეთი შინაარსის რეზოლუციების მიღებას რაიმე მიზანი ჰქონდეს გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთოს და მათთან დაკავშირებულმა პირებმა კომენტარები აკეთონ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებს. 

„წარმოუდგენელია ასეთი თავდასხმები, ასეთი შინაარსის რეზოლუციების მიღებას რაიმე მიზანი ჰქონდეს გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთოს და მათთან დაკავშირებულმა პირებმა კომენტარები აკეთონ“, - განაცხადა გორდულაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.