მოკლული გიორგი კვარაცხელიას დედა ინგა მახარაძე საქმის გახსნაზე: მადლობა საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ოჯახი დიდი ხანია ამას ველოდებოდით

მოკლული გიორგი კვარაცხელიას დედა ინგა მახარაძე საქმის გახსნაზე: მადლობა საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ოჯახი დიდი ხანია ამას ველოდებოდით

„მადლობა საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ოჯახი დიდი ხანია ამას ველოდებოდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვარაცხელიას დედა ინგა მახარაძემ 2015 წელს მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვისაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის ამ საქმის ჩაფარცხვაში, კანონის მაქსიმალური სასჯელით დაისჯებიან.

„გამოძიებას ხელს ვერ შევუშლით და სიღრმეებში ვერ შევალთ. აღნიშნულ მკვლელობას ჰყავდნენ მფარველები და მაგიტომ დასჭირდა ამდენი დრო“, - აღნიშნა მან.

2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია. ორ პირს ბრალდება წარედგინება. მათგან ერთს თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად. მასზე ძებნა გამოცხადდება. ბრალდება 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.