გოგა ხაინდრავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ტელეკომპანიის ოპერატორი მიხეილ მარტაშვილი იმყოფებოდა
გოგა ხაინდრავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ტელეკომპანიის ოპერატორი მიხეილ მარტაშვილი იმყოფებოდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საქმე ეხება „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს. „ფორმულამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით არალეგალი მიგრანტები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა.