კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე": არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი, არაფერი შეცვლილა
დაპირისპირების და შიდა პარტიული კრიზისის ფონზე, გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ მსჯავრდადებული ექს-პრეზიდენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებისკენ იხრება, რაც მისი შეფასებით, კანონის დარღვევაა.
გუშინ სააკაშვილმა დროებითი მმართველობის და რეფორმატორთა საბჭოს შექმნა დააანონსა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.
მმართველი გუნდის შეფასებით, პარტია თვითგანადგურების რეჟიმშია.
"რა არჩევნებზეა ზოგადად საუბარი, ხომ ვიცით როგორ იმართება აღნიშნული აგენტურული ქსელი. რასაც მოინდომებს სააკაშვილი - იქნება ისე, რა არჩევნებზეა საუბარი. ვისაც მოინდომებს დანიშნავს, ვისაც უნდა გააგდებს. გავიხსენოთ სხვა წინა შემთხვევები როგორ იყო. არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი. არაფერი არ შეცვლილა, ჩვეულებრივად აგრძელებენ იგივე დამოკიდებულებით და პრინციპებით", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.