არჩილ გორდულაძე: სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად

არჩილ გორდულაძე: სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მეათე მუხლი, ანუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელობა ექცევა ფაქტობრივ გარემოებებს, შეურაცხყოფის ხარისხს და დროში განგრძობადობას.

„ყველაფრის ჯამში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი გამართლებულად მიიჩნია. ჩვენს კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები, რაც გულისხმობს შეურაცხყოფის დასჯადობას, მაგალითად ადმინისტრაციული წესით გარკვეულ საკითხებში, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით, მაგალითად მოსამართლის შეურაცხყოფა სხდომათა დარბაზში ან სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ეს სრულად შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასაც, სრულად კონვენციურია“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში, ინტერნეტში შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის 6 თვიანი პატიმრობის შეფარდებით, გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა.