ცოტნე ანანიძემ, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში - ნარინე მათოსიანს უმასპინძლა

ცოტნე ანანიძემ, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში - ნარინე მათოსიანს უმასპინძლა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში - ნარინე მათოსიანს უმასპინძლა.

კონსულთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები - ნადიმ ვარშანიძე და დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ, მხარეებმა ორი მეზობელი ქვეყნის რეგიონთაშორის მრავალმხრივ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება. ხაზი გაესვა კულტურულ, ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროებში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შეხვედრის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ნარინე მათოსიანს მადლობა გადაუხადეს საქართველო-სომხეთს შორის რეგიონულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.