ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში

ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჰააგში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ის პერიპეტიები, რაც მიმდინარეობდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამ კონტექსტშია განსახილველი.

„პირველი ეს არის საერთაშორისო სამართალი, მეორე ეს არის კოლექტიური შეტევა საქართველოს სახელმწიფოზე და მესამე ეს არის უშუალოდ ეს ასამბლეა.

რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს. დღეს სამართლის ნაცვლად არსებობს ძალა, ვისაც აქვს ძალა, კუნთები, ბომბი შეუძლია ქვეყანაც მიიტაცოს და ასე შემდგომ. დღეს მსოფლიოში ნორმად არის ქცეული კონფლიქტები, ომი, დაპირისპირება და არა დიალოგი, რომელიც იყო საერთაშორისო სამართლის მთავარი არსი. ამას ვაკეთებთ ბოლო წლებია, რომ ამ ციკლიდან გამოვიდეთ, ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მოჯადოებული წრიდან, რომ ომები აღარ იყოს ნორმა. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. იყო საუბრები რაც არ ჩანდა, ვინ ხართ ეს ქვეყანა, ვინ გაძლევთ ამის უფლება, რომ ამ მოჯადოებული ომის წრიდან გახვიდეთ, რას წარმოადგენთ? ხართ შებმული ამ ომის უღელში, როგორც პატარა სახელმწიფო ხართ ვალდებული, რომ ეს უღელი ატაროთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.