გიორგი შარაშიძე: ფაქტია, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სომხეთი უფრო სწრაფად ვითარდება და ქმედით ნაბიჯებს დგამს, ვიდრე საქართველო
ფაქტია, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სომხეთი უფრო სწრაფად ვითარდება და ქმედით ნაბიჯებს დგამს, ვიდრე საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, უფრო მეტად არის დაშორებული ევროკავშირის წევრობას, ვიდრე მაშინ, კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კრიტიკული რეზოლუციები ევროპარლამენტისგან არ უნდა გვიკვირდეს.
„სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველო სცილდება ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება. ირაკლი კობახიძე ხშირად ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და როცა ასეთი დამოკიდებულებაა, კრიტიკული რეზოლუციები ევროპარლამენტის მხრიდან არ უნდა გვიკვირდეს. ეს რეზოლუციები დემოკრატიის უკუსვლას და ანტიდემოკრატიულ კანონებს ეყრდნობა, რომელიც „ოცნებამ“ ბოლო პერიოდში მიიღო“, – განაცხადა შარაშიძემ.