ირაკლი კუპრაძე – ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო, არ გამოვა ეგ საქმე, ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე

ირაკლი კუპრაძე – ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო, არ გამოვა ეგ საქმე, ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე

ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო, არ გამოვა ეგ საქმე, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილი მალე გათავისუფლდება.

„ჩემს მეგობარს და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ალეკო ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ. გამოგონილი ბრალით, რაც მხოლოდ პროპაგანდისთვის სჭირდება.

ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მათქმევინებს უარს, ვიყო მებრძოლი კაცის ქომაგი! ალეკოს დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო. არ გამოვა ეგ საქმე. ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე! თავისუფლება ალეკო ელისაშვილს“, – წერს კუპრაძე.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.