ნინო წილოსანი პარლამენტში ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიან პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში პარლამენტში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
ნინო წილოსანმა ახალგაზრდებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კანონშემოქმედებითი პროცესი და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ნინო წილოსანმა სტაჟიორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა გამოცხადდა. ამ პროგრამის ფარგლებში, პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირებას 39 ახალგაზრდა გაივლის.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.